kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,ოჯახის“ დღევანდელი სტუმარია იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძის მეუღლე ქალბატონი მაკა სოხაძე, რომელიც თავად ისაუბრებს ოჯახზე და მის მეუღლეზე.

s

1. როდის დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი თქვენს ბიოგრაფიაში ?

დავიბადე 1959 წლის 2 ივლისს. მქონდა ჩვეულებრივი ბავშვობა, არაფრით განსაკუთრებული, როგორც ყველა ბავშვი, ასევე მეც, ვიყავი ბედნიერი და ლაღი. ჩემი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოგონება მშობლიურ სოფელს ეწერს (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) უკავშირდება, სადაც არდადეგებს ვატარებდი.

2. რა პროფესია გიზიდავდათ ბავშვობაში და რომ გქონდეთ წლების უკან დაბრუნების შანსი რას შეცვლიდით ?

ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მქონოდა დიდი ვენახი . წლების უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, აუცილებლად გავაშენებდი ვენახს 500 ქართული ჯიშის ვაზით.

3. პირველი სიყვარული რა ასაკიდან გესტუმრათ, როდის შექმენით ოჯახი და რამ მოგხიბლათ თქვენს მეუღლეში?

ოჯახი 1993 წელს, 34 წლის ასაკში შევქმენი. ჩემი მეუღლის პირველი დანახვისთანავე ძალიან მოვიხიბლე მისი ხასიათითა და მუსიკალურობით.

d

4. როგორი მეუღლეა თქვენთვის ბატონი გივი და თუ იცლის საოჯახო საქმეებისთვის?

გივი არის შესანიშნავი მეუღლე და შეძლებისდაგვარად ყოველთვის იცლის საოჯახო საქმეებისთვის.

5. რამდენი წევრისაგან შედგება თქვენი ოჯახი?

ჩემი ოჯახი სამი წევრისგან შედგება. მე და ჩემს მეუღლეს ერთი ქალიშვილი, თამუკა, გვყავს.

7. რა არ მოსწონს, რა უხარია, არის თუ არა მკაცრი ოჯახის თავკაცი?

ყველაფერი მომწონს, მიხარია როცა ოჯახის ყველა წევრი თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს. მკაცრი არ ვარ, ამის საჭიროება არ არსებობს.

8. შვილების მიმართ რაიმე პრეტენზია თუ აქვს?

როგორც ყოველთვის ყველა მშობელს აქვს გარკვეული პრეტენზიები შვილებთან, მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა ისინი საუკეთესო ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

6

9. რას ნიშნავს ბედნიერება? თქვენებური შეფასება

ბედნიერი ხარ მაშინ, როცა ქვეყანაში მშვიდობაა და ყველაფერი კარგად არის, ირგვლივ კი ყველა საყვარელი ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელია.

10. რა არის ოჯახის შენარჩუნების თქვენებური ფორმულა?

ოჯახის შენარჩუნების ფორმულა სიყვარულია, ზრუნვა და ყურადღება მეუღლის მიმართ.

11. რამდენწლიანი ოჯახი გაქვთ და რას ურჩევდით დაოჯახებელ წყვილებს?

24 წლის შექმნილი ოჯახი მაქვს, დაოჯახებულ წყვილებს ვურჩევდი რომ იცხოვრონ სიყვარულით, ჰქონდეთ მოთმინების უნარი და ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.

ff