kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ს სანდო წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში გახმაურებული ჩხუბის გამო, რომელიც რამდენიმე დღის წინ რესტორანში მოხდა, სადაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე ფიგურირებენ, თანამდებობებს ტოვებენ.

განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე დაწერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ, რომლებიც ბრიფინგს მედიისთვის სავარაუდოდ ხვალ ჩაატარებენ. ისინი ამავე დროს პარტია ,,ქართულ ოცნებასაც“ დატოვებენ.