kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

არჩევნებამდე შეიქმნა საინფორმაციო სააგენტო | GeoNetPress.ge (GNPress), რომელიც მაშინდელი იმერეთის გუბერნატორის მოადგილის გიორგი ჭიღვარიას პატრონაჟით იყო შექმნილი და ძირითადად ჭიღვარიას ოპონენტების კრიტიკით იყო დაკავებული. საიტს ორი ფორმალური მეპატრონე ჰყავდა, ესენი იყვნენ ,,ტელეკომპანია რიონის“ ჟურნალისტი თეონა მელქაძე და თეა ჯანგავაძე.

საიტს არავინ კითხულობდა და ძირითადად ჭიღვარიას აქტივი აპიარებდა. ამას მოწმობს მნახველების რაოდენობაც. თეონა მელქაძე არჩევნების პერიოდში ჭიღვარიას პიარში დასაქმდა, ხოლო აპარატურა, რომელსაც არჩევნების პერიოდში იყენებდნენ, ქუთაისის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საკუთრება იყო, ამას ადასტურებს ,,თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გოგი წულაიას ბრიფინგი , რომელიც ქუთაისის მერიის კუთვნილებაში არსებული ციფრული ტექნიკის გამოყენებაში მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ონისე მელქაძეს ადანაშაულებდა,რომელიც ამავე დროს თეონა მელქაძის ძმაა.

ქუთაისის მერად რაც გიორგი ჭიღვარია დაინიშნა, მართალია თანამშრომელთა შერჩევა დაწყებული არ იყო, მაგრამ თეონა მელქაძე სამსახურში უკვე არაოფიციალურად მუშაობდა.

თეონა მელქაძეს ქუთაისის საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობა ებოძა, ხოლო თეა ჯანგავაძე ააიპ “ქუთგანათების” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელია. საიტი კი ახალი მეპატრონის მოლოდინშია. გავრცელებული ინფორმაციით თეონა მელქაძის მუშობით,,ქართული ოცნება’’ და თავად საკრებულოს თავმჯდომარეც უკმაყოფილოა . იგეგმება მისი შეცვლა. მიზეზად მედიასთან არასათანადო დამოკიდებულება სახელდება, რამაც საკრებულოსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის დალაგების ნაცვლად ურთიერთობა უფრო გაართულა.