kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ელეონორა არჩაია შვილის, კოტე ცირეკიძის, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მეტი კონკრეტიკისაგან თავს შეიკავებს.

,,ვადასტურებ, რომ იყო ზეწოლა, თან ძალიან მწარედ, უმძიმესი 6 თვე გადავიტანეთ, თუმცა ამის შესახებ წინაასარჩევნო პერიოდში საუბარი არ მინდა, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი”- განუცხადა ,,ნიუპრესს“ ელეონორა არჩაიამ.

ელეონორა არჩაიამ არ ისურვა საუბარი მათი ოჯახის მფლობელობაში რესტორნების ქსელ “ბარაქასთან” დაკავშირებით არსებულ მუქარაზე. „ლიბერალთან“ საუბრისას კოტე ცირეკიძემ განაცხადა, რომ დედის მისამართით მუქარა ეხებოდა მათი ოჯახის ბიზნესსაქმიანობასაც ,- „ჩვენი ოჯახი რესტორნების ქსელ „ბარაქას“ ფლობს. რესტორანს ძველი დავალიანება აქვს, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ არ გეგონოს ეს დავალიანება შეგრჩესო“.

შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო “იმერეთი ნიუსის” მფლობელმა კოტე ცირეკიძემ, რომელიც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის ელეონორა არჩაიას შვილია, განაცხადა, რომ სააგენტოს ფუნქციონირებას მასსა და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის გამო აჩერებს.

kutaisitoday.com- მა ექსკლუზიურად მოიპოვა დადასტურებული ინფორმაცია ელეონორა არჩაიას ოჯახის დაქვემდებარებაში არსებული ბიზნესორგანიზაციების შესახებ. ესენია:

1.შ.პ.ს – ,,ქართული ტრადიციები“
2.შ.პ.ს – ,,ბარაქა 1994 ‘’
3. შ.პ.ს -ბიზნეს ჯგუფი ,,საქართველო“
4.შ.პ.ს – ,, კოდორი“
5.შ .პ.ს – ,,ტაიმ-აუტი“

ჩვენ მიერ ზემოთ მითითებულ ორგანიზაციებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხებათ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუქარა დავალიანებას შეეხებოდა, არ დასტურდება. უწყების ინფორმაციით ზემოთ ჩამოთვლილ ბიზნესორგანიზაციებს სახელმწიფოს მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხებათ.