kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ხარაგაულში მეხის გავარდნასავით გავრცელდა  17 წლის ორი მოზარდის  გარდაცვალების ამბავი. მთელი ხარაგაული გააღვიძა ამ უბედურმა შემთხვევამ,  რომელიც ღამის 12 საათზე მოხდა.    ალექსანდრე ავალიშვილი და  შოთა ჭიპაშვილი  მანქანით  ხრამში  გადავარდა.  რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.  ბიჭები დაიღუპნენ.

 

მეგობრის დაბადების დღეზე წასულებს  დაულევიათ, ნასვამები მეგობრის მანქანით სახლებში ბრუნდებოდნენ,  ავტომანქანა  ხრამში გადავარდა და ორივე ადგილზე დაიღუპა.  ,,ცრემლებს  ვერ ვიკავებთ, ტრაგედია მოხდა, მისათითებელი ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსენი უკვე ზეციურ საუფლოში  გადასახლდნენ. ვაი მათ მშობლებს .  მეტს  ვერაფერს გეტყვით“- განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

 

გარდაცვლილი ახალგაზრდები  ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების  ბესარიონ ჭიპაშვილისა და ბესარიონ ავალიშვილის შვილები არიან.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.