kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიამ, რომელიც ქუთაისის საკრებულოში მერის დასაყრდენად მოიაზრება, ძმის, ახლა უკვე ყოფილი პროკურორის მიერ ჩადენილი ქმედების გამო თანამდებობიდან გადადგომის მიღებისთვის კონსულტაცია გაიარა .

kutaisitoday.com-ის კომფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, თუკი მას საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია დააკავებს,მაშინ ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

შეგახსნებთ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე საათის წინ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა: მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.