kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის გელა ჯანუაშვილის სახელობის მე- 4 პოლიკლინიკის შესამოწმებლად ქუთაისის მერის აუდიტის განყოფილება შევიდა. რა ხდება ქუთაისის მე -4 პოლიკლინიკაში, რომლის დირექტორად რამდენიმე თვეა იმერეთის სახელმწიფო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის ცოლი ნინო ჩალაძე დაინიშნა.

რას სწავლობენ აუდიტორები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ცოლის დაწესებულებაში და არის თუ არა ფინანსური დარღვევები? გათავისუფლდება თუ არა დაკავებული თანამდებობიდან დირექტორი, თუ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ქუთაისის მერია საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის? ვინ აგროვებს კომპრომატებს თანამდებობის პირებზე? kutaisitoday.com -ი დეტალებით ინტერესდება

ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუთაისის მერის აუდიტის განყოფილებამ, რომლის დასკვნის საფუძველზე პოლიკლინიკის ყოფილი დირექტორი ირაკლი ბრეგაძე გაათავისუფლეს,ახლა უკვე ახლანდელი დირექტორის საქმიანობას სწავლობს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით დაწესებულებიდან ამოღებულია ჩალაძის დანიშვნიდან დღემდე არსებული ყველა საბუღალტრო დოკუმენტაციები , დაწესებულების საგადასახადო თუ ამავე დროს გადარიცხვების დოკუმენტები.

წყარო იმასაც გვიყვება,რომ დარღვევების დაფიქსირება არ მოხდება, ვინაიდან სახელმწიფო მოხელის ცოლია და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მისი მეგობრის ცოლის შესაძლო დანაშულს აუდისტის სამსახურს ისე დაამტკიცებინებს, რომ დანაშაულის ნიშნები დოკუმენტალურად აღარ დადასტურდება. თუ კი იქ სახელმწიფო აუდიტი შევა, მაშინ ადმინისტრაციული პერსონალის უმრავლესობა შესაძლოა ციხეში ვიხილოთ- აღნიშნავს წყარო.

ხდება თუ არა თანამდებობის პირების მიერ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების გამოყენებით ერთმანეთის მიმართ კომპრომატების შეგროვება ?kutaisitoday.com -ი ერთგულ მკითხველს მოვლენათა განვითარებისთანავე დამატებით მასალებს შესთავაზებს