kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ყალბდება თუ არა განცხადებები ქუთაისის მერიაში, რატომ ხუჭავენ თვალს პირველი პირები და ამავე დროს იმ მაკონტროლებელი სამსახურების ხელმძღვანელები , რომელთა მიერ მომზადებული დასკვნებითაც მერიის თანამშრომლები სამსახურებს კარგავენ. უფრო მეტიც, დანაშაულის შემსწრეებიც თავად არიან. ჩვენ ამ ეტაპზე ერთ კონკრეტულ ფაქტს ,ქუთაისის მერიის თანამშრომლის, ლადო პატარიძის, სამსახურიდან გაშვების თემას მიმოვიხილავთ.

დანაშაულის შესაძლო ფაქტი ვიდეო კამერით იწერებოდა. რატომ არ მოხდა საგამოძიებო სამსახურებისთვის დანაშულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ?, ხოლო დანაშულის დაფარვა, რომელიც დასჯადია, ამ დრომდე კანონის აღსრულებას ელოდება.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ოთარ ლორთქიფანიძე და მისი მეუღლე მარიამ ჯანელიძე სკანდალში ეხვევიან. საქმე ეხება ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურის,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის ვაჟა ჟუღელის 2018 წლის 4 ივნისის N 4501/01მიმართვას ქუთაისის მერისადმი, რის საფუძველზეც ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, გამოსცა ბრძანება (N1248/06/06/2018 წლის ), შეიქმა კომისია, რომელიც დასმულ შეკითხვებზე იმსჯელებდა. კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

1.ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი იობაშვილი
2.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ავალიანი
3 მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლილე მაღლაფერიძე
4. მეორე სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირაკლი ნიჟარაძე
5. პირველი სტრუქტურული ერთეულის მეორადი სამსახურის იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ეკატერინე ნიჟარაძე

კომისიის ხელმძღვანელობა ვიცე მერს გიორგი იობაშვილს დაევალა, ხოლო ბრძანების შესრულების კონტროლი თავად ბრძანების ავტორმა ქუთაისის მერმა დაივალა.

კომისიაზე დაკითხულმა ლორთქიფანიძის ცოლმა მარიამ ჯანელიძემ, რომელიც ქუთაისის კულტურის,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელია

აღიარა, რომ დოკუმენტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობდა, მის მიერ არ იყო დაწერილი. ის მის მეუღლეს ეკუთვნოდა.

შიდა სამსახურებრივ მოხსენებით ბარათთან რა კავშირში იყო მისი მეუღლე , აღნიშნულ საკითხებზე ოთარ ლორთქიფანიძესთან, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა, მასთან ინტერვიუც ვცადეთ, თუმცა მან მკაცრი უარი შემოგვითვალა.

თემის ირგვლივ ჩვენ ქუთაისის კულტურის,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის ვაჟა ჟუღელისგანაც უარი მივიღეთ. მას არ სურს ამაზე კომენტარი გააკეთოს.

რადგან საკითხი სკანდალური იყო და მერია აღნიშნულზე კომენტარს არ გააკეთებდა, ჩვენ სხვა თემაზე მასალის ჩაწერას დაგპირდა ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ავალიანი ,

რომელსაც მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. კომისიის, რომელიც ლადო პატარიძის საქმეს განიხილავდა, მერიის თანამშრომელმა მარიამ ჯანელიძემ თქვა თუ არა, რომ დოკუმენტი მისი მიერ არ იყო შედგენილი, ის მის ქმარს ეკუთვნოდა და აღნიშნული დანაშულის შესახებ თუ იყო გაგზავნილი ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურისთვის

განრისხებულმა ავალიანმა ფაქტი დაადასტურა და ბრძანა, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩემს კომპეტენციაში არ შედისო .

იყო თუ არა სახელმწიფო მოხელის მიერ დანაშულის დაფარვა – შეუტყობინებლობა დანაშული, არ გვიპასუხა. ასევე ვკითხეთ ხომ არ იყო ვიდეო კადრები წაშლილი, რომელიც კომისიის მიმდინარეობას 4 საათის განმავლობაში იღებდა. ავალიანის განცხადებით ვიდეო კადრები დამონტაჟდება და იქნება შენახული. ამის შემდეგ მან გარეთ გამოგვისტუმრა