kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლაში, რამდენიმე წლის წინ დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. კონკრეტულად კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლალი მილორავას სკოლის დირექცია უპირისპირდება და ამ უსამართლო ქმედებაში მე-11 კლასის მოსწავლეებიც გახვიეს. – ,,მე-11 კლასი დამიპირისპირდა, თუმცა საოცარია ის, რომ დავის საგანი უსაფუძვლოა და თითქმის არ არსებობს.’’

კლასი ამბობს, რომ მასწავლებელი არ მოსწონთ, თუმცა ამის რეალური მიზეზი არ არსებობს. პედაგოგის ინტერესებს იურისტი ლევან ჭელიძე იცავს. სკოლას აქვს უამრავი დარღვევა, სკოლაში ფაქტიურად არ არსებობს დირექცია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მივმართოთ პროკურატურას ხელმოწერების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, სადაც ბრალეული პირები პასუხისგებაში უნდა იქნან მიცემულნი. თემით დაინტერესებულია ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაგანაც სრული მხარდაჭერა გვაქვს და ისინი დააკვირდებიან საქმის მსვლელობას – აცხადებს პედაგოგის ინტერესების დამცველი ლევან ჭელიძე.

kutaisitoday.com – ი პედაგოგის სავარაუდო დაჩაგვირის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და მიადევნებს თვალყურს, თუ როგორ განვითრდება მოვლენები, რათა საზოგადოებას აცნობოს თუ რა ხდება აღნიშნულ სკოლაში.