kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

დაპირისპირება იმდენად ღიაა,რომ უკვე გარე თვალითაც შეიმჩნევა. ვიცე- გუბერნატორ ჭიღვარიადან ქუთაისის მერის კარზე გადასროლილმა კადრმა ბუნტის, დაძაბულობის და შიდა დაპირისპირების ტალღა უკვე კულმინაციას გაუტოლა. გრიგოლ დალაქიშვილი, რომელიც ქუთაისის მერის მესამე ვიცე მერად დაინიშნა, ამ დავალებას წარმატებით ასრულებს.

სხვადასხვა საქმეებში გამოჭერილი სამსახურის უფროსებზე ზეწოლები უკვე მიმდინარეობს. kutaisitoday.com მოგვიანებით საზოგადოებას ამცნობს იმ სამსახურის უფროსთა ვინაობას, რომლებიც ჭიღვარია- დალაქიშვილის ბანაკში შიდა დაპირისპირების დავალებებს იღებენ,რომ აღნიშნული ინფორმაციები მედია სააგენტოებს მიეწოდოს.

დალაქიშვილმა, ქუთაისის მერიის მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურს უნდობლობა, და მათ მიერ დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებას ან შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან, მკაცრი უარი დანიშვნისთანავე გამოუცხადა, ასევე მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას მურღულიას ბანაკის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა საქმეები გააქტიურდება მის წინააღმდეგ.

,,სამსახურის ხელმძღვანელები ქაოსურ მდგომარეობაში არიან, ვერ გაგვიგია რა ხდება, ასეთი სიტუაცია, რაც აქ ხდება, მე მგონი ისტორიას არ ახსოვს, ვერ იყოფენ სკამს და ასე ღიად უპირისპირდებიან სამსახურის უფროსებს. თანამშრომლები ეჭვქვეშ ვაყენებთ ამ სამსახურების მუშობას’’- აღნიშნა ერთ- ერთი სამსახურის უფროსმა ჩვენთან ანონიმური საუბრის დროს.

თანამდებობის პირების დაპირისპირების მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლების მკაცრი ჩარევაა საჭიროა, რათა ყველა განერიდოს აღნიშნულ შესაძლო ზეწოლებს და შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები. საზოგადოებას გონივრული ეჭვი გაუჩნდება თუკი ცენტრალური ხელისუფლება მკაცრად არ ერევა ქუთაისში განვითარებულ მოვლენებში, ის არ ფლობს ინფორმაციებს ან არ ეწოდება აღნიშნული ინფორმაციები რეაგირებისთვის ,რითაც ვინ ზიანდება ? – რა თქმა უნდა სახელმწიფო.