kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

პროკურატურა ჭიათურის მოქმედი მერის პაატა ნადირაძის და ყოფილი მერის ახლა უკვე დუპუტატ სულხან მახათაძის საქმიანობით ინტერესდება. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნას, რომელიც აუდორებმა უკვე გაამზადეს და საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დასაწყებად უკვე გააგზავნეს.

დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შეძენილი საამშენებლო მასალების ნაწილი დაკარგულია. სულ გამოუყენებელი მასალების ღირებულება 2018 წლის 1 აპრილის მონაცემებით, 744 ათასი ლარია.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მონაცემებით, გაფუჭებულია 10 700 ლარის მასალა, 65 700 ლარის ღირებულების მასალის ადგილსამყოფელი კი გაურკვეველია. 216 000 ლარის გამოყენებულია, თუმცა არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, დასაწყობებულია 451 700 ლარის მასალა.

2016 წელს პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების ხარჯვაც შეამოწმა . ამ დროს, ქალაქის მერის პოსტს ,,ქართული ოცნების’’ მოქმედი დეპუტატი, სულხან მახათაძე, იკავებდა.გამოძიებას შეკითხვები დეპუტატთანაც ექნება.