kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

მოახერხებს თუ არა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი მიჩქმალოს როგორც სახელმწიფო ქონების დაზიანების , ისე კუთვნილი პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე სკოლის თანამშრომლებთან გართულებული ურთიერთობის შედეგად გახშირებული წაგებული სასამართლო პროცესები? იმოქმედებს თუ არა აღნიშნული როგორც სკოლის, ისე მთლიანად განათლების სამინისტროს რეპუტაციაზე? დაინტერესდება თუ არა სამინისტრო რა ხდება ჟვანიას სკოლაში? kutaisitoday.com -ი აღნიშნულ დაწესებულებაში განვითარებული მოვლენებით ინტერესდება.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მორიგი სასამართლო პროცესი წააგო.

ამჯერად მის მიმართ გამოტანილი აქტის მოქმედების მოსარჩელეთა ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციამ გაიზიარა. როგორც მოსარჩელეთა ადვოკატი რობიზონ ხურცილავა განმარტავს, სკოლის დირექტორის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში უხეშადაა დარღვეული კანონის არაერთი მოთხოვნა, რაც სასამრთლოს მხრიდან აქტის გაუქმების უპირობო საფუძველია და აანონსებს, რომ სასამართლო დავა საბოლოოდაც აღნიშნული შედეგით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან მახარაშვილმა ჟვანიას სკოლის დირექტორის პოზიციაზე მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ ჯერ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში დათმო პროცესი თანამშრომელთან სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე, ახლა უკვე ამ ტიპის დავების გეოგრაფიას ზრდის და უკვე ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში თმობს პოზიციებს, სასამართლო განხილვათა შორის შუალედებში კი ასწრებს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით შეეჯახოს პატრულის ეკიპაჟს და სახელმწიფო ქონებას ორმაგი ზარალი მიაყენოს (განათლებისა და შსს სამინისტროების ავტომობილები).

რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სკოლის დირექტორს, რომელიც ბოლო პერიოდია ხშირად ეხვევა სკანდალებში .თუ რომელი უწყება დაიწყებს გამოძიებას სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.