kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული აქტი, ააიპ ბაღების გაერთიანების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 29 მაისის განჩინებით შეაჩერა.

ადმინისტრაციული აქტის შეჩერების საფუძველი გახდა ააიპ ხონის ბაღების გაერთიანების დირექტორის ხათუნა ბახტაძის საჩივარი, რომლის ინტერესებსაც ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნონა ზარქუამ შუამდგომლობა ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესახებ დაჩქარებული წესით განიხილა. გავრცლებული ინფორმაციით ხონის მუნიციპქლიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული აქტი ხონისა და ვანის დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ დაქირავებული თბილისელი იურისტების შედგენილი იყო.