kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის წყაროს ინფორმაციით ბოლო დროს პარტია ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბში არეულობის შეტანისთვის და პარტიის შეთანხმების გარეშე საჯარო სივრცეში ინფორმაციის გაჟღერებისთვის ქუთაისის საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ელეონორა არჩაიას და ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ მინაძის მიმართ პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს. საქმე პარტიის რიგებიდან მათ გარიცხვას შეეხება.

ელეონორა არჩაია ბოლო პერიოდში მმართველ გუნდს მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ზეწოლით ადანაშაულებს. ჩვენ აღნიშნულ თემას მასალის დასრულებისთანავე დავუბრუნდებით. შეგახსენებთ, ის ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ხოლო ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გარემოცვის და ახლო მეგობრის თამარ მინაძის მიმართ,რომელიც ამავე დროს ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილეა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება. საქმე ეხება დოკუმენტის შესაძლო გაყალბებას, რაზედაც სუს-ის მიმართვა დოკუმენტების გამოთხოვასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში უკვე გაიგზავნა.

kutaisitoday.com-ის ინფორმაციით, მინაძის დავალებით, მისმა თანამშრომლებმა სხვადასხვა დოკუმენტებს ხელი სხვის მაგივრად მოაწერეს. სახელმწიფო დანაშულზე ზედამხედველი სამსახურების დავალების საფუძველზე, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა სამსახურის თანამშრომლები კაბინეტში დაიბარა. თანამშრომლებმა აღიარეს დანაშაული,თუ ვისი დავალებით მოხდა დოკუმენტებზე ხელის მოწერა. დალაქიშვილმა ყველა მისი თანამშრომელი, რომელიც ფლობდა ინფორმაციას და რომლებმაც დოკუმენტზე ხელი სხვის მაგივრად მოაწერეს, დაკავებული თანამდებობიდან ჩამოაქვეითა. ისინი მუნიციპალიტეტებში გადაიყვანეს, ხოლო მინაძის საბინაო სამსახურის უფროსად დანიშვნა შეაჩერა. მან მერს მინაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა, რაზეც ქუთაისის მერი წინააღმდეგი წავიდა.

ახლა კი უწყება ინფორმაციას იხმობს იმ მოტივით, რომ შესაძლო დანაშაულის მტკიცებულება საოლქო პროკურატურაში თავად ქუთაისის მერს გააგზავნინოს. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, აღნიშნულ თემას ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით.