გაჭირვებულო ქუთაისელებო,ქუთაისის მერიაში მიდით, სუფრა იშლება. კოლეგებო, სუფრის ბოიკოტისკენ მოგიწოდებთ- ბუბა ჩივაძე
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, ინიციატივით, დღეს, ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში იმ ჟურნალისტებს მიიწვევენ და გაუმასპინძლდებიან, რომლებსაც ქუთაისის მერის მეგობრებად მოიაზრებენ.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი KutaisiToday.com-ის დამფუძნებელი ბუბა ჩივაძე აღნიშნულ წვეულებაში მიპატიჟებულ კოლეგებს ქუთაისის მერის მიერ ხალხის ფულით გაშლილი სუფრისაგან თავის შეკავებას და აღნიშნული სადილით გაჭირვებულების გამასპინძლებისკენ მოუწოდებს .
თუ ვინ გამოიჩენს კეთილ ნებას, მოგვიანებით იქნება ცნობილი