kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ ,,Echowaves”-ზე 22 წლის მამაკაცი გიორგი ნიშნიანიძე გარდაიცვალა. ის კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი ცხედარი სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალება შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას უკავშირდებოდეს.

ექიმის განმარტებით, ანაკლიის ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ორი ახალგაზრდა შეიყვანა. მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.