kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com – ის წყაროს ინფორმაციით, ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე შესაძლოა სახელმწიფო თანხებისა და ქონების გაფლანგვისათვის დააკავონ. კომფიდენციალური წყაროს ინფორმაციით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმერეთის რეგიონის შემოწმება დაიწყო.

ამ ეტაპზე აუდიტმა ჭიათურის მერია შეამოწმა და სახელმწიფო სახსრებისა და ქონების გაფლანგვისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში მასალები გააგზავნა. ასევე ზესტაფონში საგამოძიებო მოქმედებებს კონკრეტული თანამდებობის პირების დაკავებისა და მხილების მხრივ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ფარულად აწარმოებს.

ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების დასკვნა მთავრობისთვის ცნობილია. უწყებები თანხმობას პირველი პირებისაგან ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება სახელმწიფო თანხებისა და ქონების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაფლანგვაზე დამნაშავე პირები დააკავონ. აღნიშნულ თემაზე,თუ რა მდგომარეობაა რეგიონში, იმერეთის მხარის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს პრემიერ- მინისტრი მოუსმენს, რის შემდეგადაც გადაწყვეტილებას მთავრობის პირველი პირი მიიღებს.

ნადირაძესთან დაახლოებული პირები კი მერს გადადგომისაკენ მოუწოდებენ. თუკი ნადირაძე 25 სექტემბრამდე დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება, მოვლენები სხვანაირად განვითარდება.

მმართველმა გუნდმა ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილს მერის, პაატა ნადირაძის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების მომზადების მითითება უკვე მისცა. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ჭიათურის მხარისთვის,ამას ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ