kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერიის ყოფილი ადმინისტრაციის უფროსი მოსვლის დღიდანვე ღიად საუბრობდა იმის შესახებ,რომ ის ძალოვანი სამსახურის კადრი იყო ქუთაისის მერიაში. მისი თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურს მიმართავდნენ და დაინტერესების შემთხვევაში მზად იყვნენ ჯავახიას შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაეცათ მის წინააღმდეგ. გამოძიება ჯერ დაიწყო, მერე კი შეჩერდა.

დაანონსებული მისი გათავისუფლება ახალი მერის მითითებით შეჩერდა. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა უბოძეს.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებში მფარველობის სანაცვლოდ 3 000 ლარი შესთავაზა. სუს-მა ზაურ ბ. თანხის გადაცემის დროს დააკავა.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოქალაქე ,რომელიც სამშენებლო სამუშაოების მფარველობას ზვიად ჯავახის სთხოვდა, იმყოფებოდა თუ არა ჯავახია შესამოწმებლად იმ მისამართზე, სადაც პერიმეტრი გარე ვიდეო სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი, ან საიდან იცოდა მოქალაქემ 3000 ლარად სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობის სამსახურში მფარველობდნენ. გასაჯაროვდება თუ არა არსებული კამერების ჩანაწერები და ამავე დროს სხვა აუდიო ჩანაწერები დაკავებულის მხრიდან . kutaisitoday.com-ი მზად არის აღნიშნული აუდიო ჩანაწერები საზოგადოებას მიაწოდოს.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით ჯავახიას შესაძლო დაკავება ამ ეტაპზე ქუთაისის მერს დიდი ზიანს მიაყენებდა. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ჯავახიამ თავად ითანამშრომლა უწყებასთან და მიაწოდა ინფორმაცია დანაშულის შესახებ.