kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი-2010-ის ხელმძღვანელობა“ ქუთაისლების შეურაცხმყოფელ ილია ლონდარიძესთან ტრასფერზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ლონდარიძემ თამაშის დროს შარვალი ჩაიხადა და ქუთაისელ გულშემატკივრებს საჯდომი ანახა. რამაც დარბაზში ვითარება ისე დაძაბა, ლამის დაჭირდათ შსს სპეც დანიშნულების რაზმის გამოძახება . ის ასევე ხშირად შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოირჩევა. გთავაზობთ ამსახველ ვიდეო -კადრებს. რამდენად უღირს ქალაქს და კლუბს ასეთი მოთამაშე კლუბისა და ქალაქის სახელის დასაცავად უცნობია. ვითარება კი კრიტიკულად დაძაბულია

kutaisitoday.com -ი ფანკლუბში გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო რამდენიმე დღეში ძალიან ბევრ რამეს აეხადა ფარდა.

კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს ქალაქში მოკლას ქუთაისური კალათბურთის სიყვარული !
ლონდარიძის ტრანსფერთან დაკავშირებით 2 დღის წინ ”დიალოგის რეჟიმში” ვისაუბრეთ კლუბის მესვეურებთან. მკაფიოდ და გასაგებად, ძალიან არგუმენტირებულად ავუხსენით ყველა ის ფაქტორი, რის გამოც ილია ლონდარიძე არ უნდა თამაშობდეს ჩვენს კლუბში.

კლუბის ჩამოყალიბების დღიდან უმეტესობა ჩვენგანი დარბაზს არ მოშორებია და თამაში არ გამოუტოვებია. ზოგს კალათბურთის სიყვარული მაგ დღიდან მოგვდევს, ზოგს ბავშვობიდან, ზოგს კიდევ – შთამომავლობით. დედამიწის ზურგზე კაცი ვერ გაივლის, ვისზე ნაკლებადაც გვინდა და გაგვიხარდება ჩვენი კლუბის გაძლიერება და წარმატება, მაგრამ – რის ხარჯზე ?
8 წლის განმავლობაში იმისთვის არ გვიშრომია, ხმები არ ჩაგვწყდომია, ცრემლის და სისხლის ფასად იმისთვის არ დაგვიცავს ჩვენი გუნდი, რომ ჩვენი აზრი ჯერ მოისმინონ და შემდეგ ფეხებზე დაიკიდონ !
გიღირთ ?

* კლუბის ხელმძღვანელებო, გიღირთ ის, რომ საკუთარ დარბაზში საკუთარი მოთამაშე გიფურთხოთ ხალხმა? არც თქვენ დაგაკლებენ ორპირობისთვის, რომ იცოდეთ !

* კოტე ტუღუშო, გიღირს, რომ შენს საჩემპიონო გეგმაში ჩასმულმა ილია ლონდარიძემ ავტომატურად ამოაგდოს იდეალურად მორგებული გულშემატკივარი იქიდან ?

* ილია ლონდარიძე, გიღირს რომ იმ გულშემატკივრის წინაშე ითამაშო, ვისაც შარვალი ჩაუხადე, ვისაც აფურთხე, დედა აგინე? – მეტი რა გითხრათ, არ გვინდა შენი მოსვლა ამ კლუბში. არა ! გინდა ქუთაისის წარმატებაში წვლილის შეტანა ? ადექი და უარი თქვი კონტრაქტზე.
მაგრამ დღეს უკვე სხვა რამეა მთავარი. კლუბის ხელმძღვანელებო, ეგ გუნდი მამა-პაპისგან არავის მიგიღიათ ანდერძად, არც ერთ თქვენგანს არ გეკუთნით. იმას ეკუთვნის, ვინც წლებია მის სიყვარულს საქმით ამტკიცებს, კი ბატონო, ჩვენია ეგ კლუბი და ჩვენს სახლში ჩვენი ოჯახის მაგინებლები ვერასდროს ითამაშებენ ! ჩვენს სახლში ორპირი ადამიანები ვერასდროს მიიღებენ გადაწყვეტილებას..