kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ამჟამად, 17 პროექტი ხორციელდება ჯამურად 64 მილიონი ლარის ბიუჯეტით. პროექტების უმრავლეობა დასრულდება წელს. ცალკე აღსანიშნავია, ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშრებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მგზავრობის დროს დაახლოებით 1 საათს დაზოგავს“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით 60 კმ. სიგრძის იქნება. გზა იწყება საჩხერიდან და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, ეს მონაკვეთი შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით და ქ. ონიდან – 5 კმ-ით. გზა უზუნთიდან შქმერისკენ მიდის.

გზის მშენებლობა დაგეგმილია 5 ნაწილად. ამჟამად, მიმდინარეობს პირველი 5,5კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. დანარჩენ მონაკვეთებზე საპროექტო სამუშაოები გრძელდება, რომლის დასრულების შემდგომაც გამოცხადდება ტენდერი და გაფორმდება ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. ყველა მონაკვეთზე მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.