kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე , საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პოლკოვნიკი, შავლეგო ტაბატაძე წარადგინეს.

პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვრამეტი წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“, ასევე სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა

შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ, ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.