kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია ტელეკომპანია ,,მეგა ტვ “-ის მენეჯერი და ჟურნალისტი, ქალბატონი ნანა თოშხუა

წლებია ის აქტიურ ჟურნალისტიკაშია ჩართული. მისი უშუალო ჩარევით არაერთი ჟურნალისტი აღიზარდა და დღეს ისინი სხვადასხვა ტელევიზიასა თუ სააგენტოებში წარმატებით მუშაობენ.მას კოლეგები და თანამშრომლები ყოველთვის გულთბილი სიტყვებით ამკობენ. მათთვის ის ყველაფერია. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ქალბატონ ნანას პედაგოგიური გამოცდილებაც აქვს. ასწავლიდა მათემატიკას და ინფორმატიკას. ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის მოსწავლეების სიყვარულია.

2009 წელს იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ,,ედუარდ მაროუს პროგრამის მონაწილე.“ ის ამავე დროს
ათზე მეტი პროექტის ავტორი გახლავთ,რომელმაც სხვადასხვა დროს გაიმარჯვა ევროპის ფონდის, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ , ამერიკის საელჩოს, ,,ინტერნიუსისა“ და ,,ინტერნიუსი საქართველოს“, ,,აირექსის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. ამჟამად, მედიაპარტნიორობის პროგრამის ფარგლებში (GMPP) თანამშრომლობს ოჰაიოს შტატის ტელევიზიასთან WTOL 11.

1. რა პროფესიის ბრძანდებით?

პროფესიით ვარ მათემატიკის მასწავლებელი და ჟურნალისტი

2. რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

ჟურნალისტიკა ჩემი ჰობი იყო . სკოლის რადიოს რედაქტორი და კორესპოდენტი ვიყავი, ვუშვებდით კედლის გაზეთებს.მათემატიკა ძალიან მიყვარდა. რთული ამოცანების ამოხსნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და თან, თსუ-ში ყველაზე სუფთა და არაკორუმპირებული მათემატიკის ფაკულტეტი იყო. ეს კი ნიშნავდა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების მეტი შანსი მქონდა . ასე გავხდი მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი , თუმცა თვალი მაინც, ჟურნალისტობაზე მეჭირა და საზოგადოებრივ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი ამ პროფილით დავამთავრე.

3. როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

სასურველი პროფესია, უპირველესად, მართლაც სასურველი უნდა იყოს, მოწოდებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. საყვარელი პროფესია შრომას აადვილებს, ნაყოფიერს და წარმატებულს ხდის მას.

4. რომ გქონდეთ შანსი დრო უკან დააბრუნოთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

ალბათ, კი. თან, ექიმი ვიქნებოდი და აუცილებლად ქირურგი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე, ოთხმოცდაათიანებში, გადავწყვიტე კიდეც პროფესია შემეცვალა,თუმცა სისრულეში ვერ მოვიყვანე, რადგან მისაღები გამოცდის საგნები შეიცვალა და ფიზიკაში არ ვბრწყინავდი. პროფესიას ერთი ისტორიის გამო ვიცვლიდი. მამას ოპერაცია გაუკეთეს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში და ღამით მასთან ვრჩებოდი. ერთხელაც, გვიან ღამით, ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მოიყვანეს. როგორც გაირკვა მეგობრები ქორწილიდან შინ ავტომობილით ბრუნდებოდნენ და საჭე ვერ დაიმორჩილეს. ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც პატრონი ჰყავდა, ოპერაცია სასწრაფოდ გაუკეთეს, მეორე უპატრონოდ და უყურადღებოდ იწვა საკაცეზე, ღრიალებდა , პოსტტრამვული შოკი და გაურკვეველი მდგომარეობა ჰქონდა. ექიმმა თქვა, რომ უძლური იყო, რადგან არ იყო აფთიაქი, ანესთეზიის საშუალებები და ათასი რამ, რაც ოპერაციისათვის ამ ახალგაზრდას მოამზადებდა. მოკლედ, ძალიან ბევრი ვეცადე და დილის 6 საათზე ოპერაცია დაიწყო, ელენთა ამოუღეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. როგორც ვიცი, ა.ხ. არათუ გადარჩა,სამსახურსაც დაუბრუნდა. ზუსტად ვიცოდი, რომ არა ჩემი მონდომება, სისხლისგან დაიცლებოდა. მაშინ გავბრაზდი და ძალიან მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი და ახლაც, გული დამწყდა, რომ პროფესია არ შევიცვალე, როცა გოგა გეგიას ვუყურებდი, შეუდარებელ ნეიროქირურგს. არ მგონია, ისეთი გენიალური ვყოფილიყავი, როგორიც გოგაა, მაგრამ ცდას და გულისხმიერებას რომ არ დავაკლებდი, ვიცი.

5. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

დაუღალავი შრომა, საქმის ერთგულება და გულისხმიერება.

6. რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

უპირველესად, კარგი განათლება უნდა მიიღოს. ეს რთული პროცესია, ძალიან რთული, ვიდრე სიზარმაცეს დაძლევ და წიგნთან მუშაობა ჩვევა და ერთგვარი სიამოვნება გახდება. ,,როცა დაგეზარება კიდევ ერთი ამოცანა ამოხსენი ან ერთი გვერდი წაიკითხეო“- მეუბნებოდა ჩემი კაპიტო მასწავლებელი, (კაპიტო ზერაგია). ახლა, იგივეს ვეუბნები მას, ვისაც დაღლა ან სიზარმაცე მოეძალება.

7. რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში?

სკოლა მოზარდს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას შეიცნოს პროფესიული მრავალფეროვნება და საგნის სწავლებასთან ერთად მის საჭიროებას და მნიშვნელობას აცნობიერებდეს. უზრუნველყოფდეს მოზარდის ესთეტიურ და ჰარმონიულ განვითარებას, მეტყველების კულტურისა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

8. – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

ხშირ შემთხვევაში ოჯახი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოზარდის პროფესიული არჩევანის ფორმირებაში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბუნებრივად განვითარდეს. მშობლის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე სკოლამდელი დაწესებულებიდან, ვიდრე მოზარდში წიგნთან მუშაობის კულტურა, სწავლის სურვილი, პასუხისმგებლობა და ცოდნით მიღებული სიამოვნების განცდა ჩვევად არ იქცევა. ეს, არამც და არამც ბავშვზე ძალადობით, ჩხუბით და მუქარით არ მიიღწევა. რაც მშობელთა თავდადებას, ნებისყოფას და მძიმე შრომას მოითხოვს. ამიტომ, კარგი შვილების აღმზრდელი არის ძალიან დასაფასებელი და სახელმწიფოს მხრიდან მათი წახალისება უნდა ხდებოდეს.

9. აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას, სად და რა განხრით?

სურვილი მაქვს ინგლისური უკეთ შევისწავლო და უცხოენოვან ადამიანებთან კომუნიკაცია მარტივად შევძლო.

10. მიგაჩნიათ თუ არა თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ- ჩვევები თუ შემდეგ ეტაპზე?

ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა პროფესიონალად ჩამოყალიბების, თუმცა აქვე დავძენ, რა გინდ კარგი სპეციალისტი არ უნდა იყო, გულისხმიერების გარეშე პროფესიონალი ვერ გახდები, ანუ ადამიანური ფაქტორი ნებისმიერ პროფესიაში უმნიშვნელოვანესია.