kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

როგორც ცნობილია, ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა. აღნიშნულის გამო, ფილიალი მოქალაქეთა მომსახურებას ვერ ახორციელებს. ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია.

იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურს ვითარებაში მაინც ჰქონდეს სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მითითებით, მომსახურების გაცემა იუსტიციის სამინისტრს მმართელობაში შემავალი სსიპ-ებს სხვადასხვა შენობებიდან განხორციელდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობაში, მისამართი: სადგურის მოედანი 3 ა, მე- 2 სართული. აღნიშნული პუნქტიდან მოხდება უკვე დამზადებული დოკუმენტაციის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობების გაცემა. ამავე ოფისში უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების მიღებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის ტერიტორიულ სამსახურებსა და სოფლების: გეგუთის, მეორე სვირის, ზეინდარისა და დიდი ჯიხაიშშის საზოგადოებრივ ცენტრებშიც.

საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მომსახურებას განახორციელებს ქ. ქუთაისში შემდეგ მისამართზე – სადგურის მოედანი N3 ა.
ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული ოფისები გახსნა: თერჯოლაში, მისამართი – რუსთაველის 109, ხონში – კაკაბაძის 15, ზესტაფონში – წერეთლის №5 და ვანში – თამარ მეფის №8.

დამატებით ინფორმაციას იუსტიციის სახლი ოპერატიულ რეჟიმში აცნობებს მოსახლეობას.