kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქვეყანაში ჯერ კიდევ არის იმის საფრთხე შენარჩუნებული, რომ წითელა ფართოდ გავრცელდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ეპიდემია ჯერ არ შეჩერებულა და ქვეყანაში უკვე 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

აცრა 40 წლამდე ყველა მოქალაქისთვის უფასოა, 40 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა წითელას მქონე ავადმყოფთან და არ იცის აცრიალია თუ არა, იმისთვისაც უფასოა. ჩვენი გათვლებით, 40 წლის ზემოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმუნურია, მაგრამ 18-და 40 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 10% არის წითელას ამთვისებელი, რადგან მათ არა აქვთ იმუნიტეტი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის აცრის სტატისტიკა შედარებით მომატებულია და დღეისათვის არაგეგმიურად 20 ათასი ადამიანია აცრილი.