kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

პარტია,, თავისუფალი დემოკრატების’’ ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხურციძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ის პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა. საქმე ეხებოდა პარტიის გამგეობის გადაწყვეტილებას, რის გამოც ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის კარდიოლოგი მამუკა ხურციძე და მისი ძმა, პარტის აღმასრულებელი მდივანი, ბაკურ ხურციძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ ჩუბინიძის 01.03.2018 წლის განჩინებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მამუკა ხურციძე გამგეობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, სასამართლომ სარჩელი განუხილველი დატოვა. მამუკა ხურციძემ 1 მარტის შუამდგომლობით სარჩელის გამოხმობისა და განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს მიმართა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მამუკა ხურციძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დააკმაყოფილა და მას სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 100 ლარი უკან დაუბრუნა

შეგახსენებთ: ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით ბაკურ ხურციძე ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ ეკონომიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე 2018 წლის 16 იანვრიდან დაინიშნა.