kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი შესაძლოა პარალიზებული გახდეს.

ამის მიზეზად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილება სახელდება. მინისტრმა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პოსტზე რეჟისორი კოტე აბაშიძე წარადგინა, რამაც თეატრის დასის უკმაყოფილება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით განაწყენებულმა მსახიობებმა შესაძლოა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართონ. ასევე ანონსდება თეატრის პარალიზებაც. მინისტრმა ტალახი გვესროლა, არაფრად არ ჩაგვაგდო და მისთვის სასურველი წარადგინა- აღნიშნავენ მსახიობები. ყოველივე კი თეატრის მასიურ პარალიზებას გამოიწვევს. დაზუსტებული ინფორმაციით ხმაურის შესაძლო თავიდან აცილების მიზნით კულტურის მინისტრი ქუთაისელ მსახიობებს ხვალ თბილისში შეხვდება.

შეგახსენებთ:სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შიდა შერჩევა მიმდინარეობდა. ამ პოსტზე თეატრმა კანდიდატად მსახიობი ენდი ძიძავა წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობა სულ 52 თანამშრომელმა მიიღო, აქედან ორმა გააუქმა ბიულეტინი. დანარჩენი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ენდი ძიძავამ 32 ხმა მიიღო, გიორგი შალამბერიძემ – 11, ხოლო თორნიკე მარჯანიშვილმა-7 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრმა საკუთარი რჩეული დაასახელა, დანარჩენ ორ კანდიდატსაც აქვს შესაძლებლობა თავიანთი პროგრამა კულტურის სამინისტროს წარუდგინოს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება.