kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია ,,იმედის გმირი“ და ამავე დროს წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოცემების კოორდინატორი ქალბატონი ციალა ღვინიანიძე

,,საქართველოს გმირი’’, ჩვენ ასე ვუწოდეთ მას. 40 წლის განმავლობაში ის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოფშკვითისა და წყალტუბოს საშუალო სკოლებში. მისი დაუღალავი შრომითა და ინიციატივით წყალტუბოს რაიონში შეიქმნა მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმები ჩუნეშსა და დერჩში, ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი სოფელ ოფშკვითში.

დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნებით „ საუკეთესო ხელმძღვანელი“ (1959), ,,სახალხო განათლების წარჩინებული“ (1970წ. ), მედლებით ,,შრომითი მამაცობისათვის“ (1970წ.) „შრომის ვეტერანი“ ( 1984წ.) „ სამოქალაქო თავდადებისათვის“ (2013წ.), ,, ღირსების ორდენით“ (2002 წ. 5 აპრილი). 1983 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

გახლავთ ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე ( 2013წ. ), სოფელ დერჩის ( 1988წ. 22 ოქტომბერი ) და სოფელ ოფშკვითის ( 2013 წლის 23 ნოემბერი) საზოგადოების საპატიო წევრი.

გარდა აღნიშნულისა, მის პირად არქივს ამშვენებს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს განათლების სამინისტროს, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების, ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ხელისუფლების მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი.

2013 წელს ქალბატონი ციალა გახდა ,,იმედის გმირი“. ის ავტორია 33 წიგნის, მუზეუმის სამეცნიერო შრომების რვა კრებულის, 30 სამეცნიერო ნაშრომისა.

1. რა პროფესია გაქვთ?

პროფესიით ისტორიის მასწავლებელი ვარ.

2.რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

ჩემი პროფესია ჩემი ქვეყნის სიყვარულმა და ჩემი ისტორიის მასწავლებლის აწ გარდაცვლილი გიორგი ( გიგლა ) ძოძუაშვილის ჩატარებულმა გაკვეთილებმა გადამაწყვეტინა. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე.

3. როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

სასურველი პროფესია თავად მოზარდმა უნდა აირჩიოს.

4.შანსი რომ გქონდეთ დროის უკან დაბრუნებისა, რა პროფესიას აირჩევდით?

შანსი რომ მქონდეს , დრო უკან დავაბრუნო, არაფერს შევცვლიდი. ისევ ისტორიას ავირჩევდი და ჩემს მოსწავლეებს კიდევ უფრო შევაყვარებდი ჩვენი ქვეყნის ისტორიას.

5.რა არის თქენი წარმატების ფორმულა?

წარმატებული ქალი ვარ. ჩემი წარმატების ფორმულა გახლავთ შრომა, წიგნი, ინტერესი, მოვალეობის შესრულება, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა.

6. რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპები უნდა გაიაროს, რაშიდაც ოჯახთან ერთად სკოლას დიდი მისია აკისრია.

7. რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?«

ჩემმა მასწავლებლებმა ექსკურსიებით, ლაშქრობებით დიდად შემაყვარეს მხარეთმცოდნეობითი მუშაობა. მე და ჩემს მოსწავლეებს ფეხით შემოვლილი გვაქვს საქართველოს ყველა კუთხე, ( რუსეთის ბევრი ქალაქი და სოფელი ) . ამან მომცა საშუალება ბროწეულას სკოლა-ინტერნატში სასკოლო მიკრო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შემექმნა (საქართველოს მასშტაბით პირველი).

8. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს და ოჯახს მოზარდის პროფესიულ არჩევანში?

ჩემი პროფესიის არჩევაში ჩემი მშობლები არ ჩარეულან, თუმცა შეიძლებოდა მათი აზრის გათვალისწინება.

9 . მიგაჩნით თუ არა თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული უნარ- ჩვევების შეძენა, თუ ეს მოხდეს შემდეგ ეტაპზე?

რა თქმა უნდა უნდა მოხდეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეჯერება.