kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

კივილი, გინება, სიგნალები მთელი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ქუთაისში, მწერალთა კავშირის შენობაში გახსნილ ღამის კლუბში. დაწესებულება ქუთაისის მერის მრჩევლის, თემურ ლანჩავას განკარგულებაშია.

განრისხებული მოსახლეობა დახმარებას შსს სამინისტროს სთხოვს, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანს. ადგილზე პოლიციამ რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა ამ დრომდე უცნობია. ქუთაისის მერის მრჩევლის დაწესებულება რომ ქუთაისში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებსა თუ დელეგაციას, რომელიც სასტუმროში ისვენებდა, კარგა ხანს დაამახსოვრდება, ეს ნათელია. მაგრამ ის, რომ ლანჩავას დაწესებულებაში საქმეები ისე ვერ მიდის როგორც საჭიროა, ამის შესახებ kutaisitoday.com – მოგვიანებით ახალ ინფორმაციას გაავრცლებს.

გატარდა თუ არა შესაბამისი რეაგირება მოხდარ ფაქტზე ესეც უცნობია მანამ ,სანამ ცენტრალური ხელისუფლების ზარი ქუთაისში არ განხორციელდება. ფატებს რაც შეეხება, სასტუმროს და იქვე გახნილი ფარმაცევტული კომპანიის გარე კამერების ჩანაწერებიც ეყოფათ ,თუ რა თქმა უნდა იმ დროს მუშა მდგომარეობაში იყო და არა უბრალოდ დაზიანებული.