kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერს შოთა მურღულიას კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება. ამ თანამდებობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გია დალაქიშვილი დაიკავებს.

დალაქიშვილი, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველის რეგიონული სამმართველოს უფროსის კოტე არჩაიას პირადი საქმეების შემსრულებლად მოიაზრებოდა, ახლა უკვე ვიცე გუბერნატორის გიორგი ჭიღვარიას იმ სურვილების განხორციელებას შეუდგება, რაც აქამდე ქუთაისის მერიაში ვერ განხორციელდა. დალაქიშვილთან დაახლოებული ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, მას ერთ- ერთ სუფრაზე ნასვამმა ვიცე- გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ მისი ფინანსისტი უწოდა. რატომ უწოდა მას ფინანსისტი, ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამდე გახდება თუ არა ის ჭიღვარიას ფულის მექისედ, ქუთაისის მერიაში ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შეასრულებს თუ არა ვიცე- გუბერნატორის ოცნებას დალაქიშვილი?შეძლებს ქუთაისის მოქმედ მერზე კომპრომატებისა თუ სხვა მეთოდებით მის დაშანტაჟებას, რათა მოქმედმა მერმა, რომელიც ადმინისტრაციული რესურსით და ამავე დროს საზოგადოების სხვადასხვა სფეროში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს თავისი კანდიდატურა თვითონვე მოხსნას და ქუთაისის მერობის სკამი ჭიღვარიას დაუთმოს, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე ქუთაისის მერობის სკამის დასაკავებლად უთანასწორო ბრძოლას ჭიღვარია- დალაქიშვილის ბეგრაუნდი იწყებს. ბეგრაუნდების, რომელთა პირად საქმეებში მხოლოდ წინა მთავრობა და ორჯერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არის ჩაწერილი, ამავე დროს ქუთაისის აიპებში დასაქმებული თანამშრომლების 75 პროცენტი უდიპლომო უნივერსიტეტდაუმთავრებელ თანამშრომლებზე გაწეული [პარტიული რეკომენდაციებია თავმოყრილი.

დალაქიშვილის პერსონით kutaisitoday.com- დაინტერესდა. დალაქიშვილის კუდიდან ვითომ გამოგდებას და ,,ქართულ ოცნებაში“ გადასროლას თავის დროზე კოტე არჩაიას გეგმის ნაწილად მიიჩნევენ მისი ყოფილი კოლეგები.

დალაქიშვილი იმ ერთერთთაგანია, ვინც “ქართული ოცნების” იმ 6 აქტივისტს შორისაა, რომელიც არჩევნების დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააპატიმრეს და შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა ციხიდან.

შეგახსენებთ : პოლიცია მას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ედავებოდა.

8

89

96