kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ახალი ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე ,კულტურის მინისტრმა    მიხეილ გიორგაძემ  ოფიციალურად წარადგინა.

მინისტრმა კულტურის სფეროს დიდი მხარდაჭერისთვის ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ შოთას გადავუხადო დიდი მადლობა, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერი იყო, რომელთანაც ძირფესვიანად ვთანამშრომლობდით. ის ყოველთვის მზად იყო გამოგვეძებნა გზები, რათა კულტურის სფეროს წარმომადგენლების მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მას გადავუხადო მადლობა.  მადლობას შეუერთდა ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელი ლევან როხვაძე და მსახიობი მარიკა სამანიშვილი, რომლებმაც მერს მსახიობების სახელით მადლობა გადაუხადეს, ხოლო შეკრებილმა დასმა მქუხარე ტაშით გააცილა დარბაზიდან ქუთაისის მერი.