kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, მაგრარეტ ბაუსეს შეხვდა. მარგარეტ ბაუსე გერმანიის პარლამენტში წარმოადგენს ალიანსს: „90/მწვანეები“ (Bündnis 90/Die Grünen) აგრეთვე არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპიკერი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო შრომის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, რუსული ოკუპაციის, სიტყვის და მედიის თავისუფლების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე. შეხვედრის ბოლოს გერმანიის პარლამენტის წევრმა ქართველ სტუმარს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღდეგ მიმდინარე სასამართლო დავაში წარმატებები უსურვა და მზაობა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთობითვის.