kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

მამაკაცი, რომელმაც 3 წლის წინ სამტრედიაში გიორგი გიორგაძეს დანით 21 ჭრილობა მიაყენა, ამ დრომდე თავისუფალია. მკვლელობაში ერთადერთი ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა.

გარდაცვლილის მეუღლე კი სამართალს ამ დრომდე ეძებს და მკვლელობის დასჯას მოითხოვს.

მომხდარს სამი თვითმხილველი ჰყავს. სამივემ დაკითხვის დროს პოლიციას მკვლელის ვინაობა დაუსახელა და ბრალდებული ამოიცნო კიდეც. თუმცა, სასამართლოში მათ ჩვენებები შეცვალეს და თქვეს, რომ პოლიციაში დაკითხვის დროს მათზე ზეწოლა განხორციელდა.

ის, რომ მოწმეებმა მკვლელი ამოიცნეს, ადასტურებენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

პიროვნებაზე, რომელიც მოწმეებმა პირველ ჩვენებაში დაასახელეს, სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს. მისი ადგილსამყოფელი 3 წლის განმავლობაში უცნობი იყო. ის სასამართლომ ისე გაამართლა, რომ წინასწარ პატიმრობაშიც არ ყოფილა.

ამ დრომდე გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვინ მიაყენა 21 ჭრილობა გიორგი გიორგაძეს.

წყარო: http://rustavi2.ge