kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

დაპირისპირების შემდეგ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასის წევრები და თანამშრომლები კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დახურულ კარს მიღმა სამინისტროში მიიღო.

ერთ- ერთი ვინც მინისტრ გიორგაძეს დასის მიერ ხმათა უმრავლესობით არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელის არდანიშვნისაკენ მოუწოდა მარიკა სამანიშვილი იყო. მან მინისტრს ენდი ძიძავას რეპეტიციებზე დაგვიანებისა და უპასუხიმგებლობაზე გაუმახვილა ყურადღება, ასევე სხვა კანდიდატებსაც თავისებურად გადასწვდა.

kutaisitoday.com-ის ინფორმაციით გიორგაძემ დასრულებული შეხვედრის შემდეგ თეატრის რეჟისორის პოსტზე კოტე აბაშიძის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

დასის წევრების გაღიზიანება სამანიშვილის ქმედებამ გამოიწვია. თანამშრომლები მარიკა სამანიშვილს ერთი წლის წინ თეატრში ტილების დასევას ახსენებენ.მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამხელა დასს ტალახი შეგვასხეს ამ ქალბატონის ენის გამო. რამდენად მართალია მისი სიტყვები, იმდენად შეესიოს ის ტილები ადრე რომ დაესია.

შესაძლოა დასმა მინისტრთან შეხვედრის აუდიო ჩანაწერი ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის გაასაჯაროოს, რომელსაც ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ