kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ხონის აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის გოჩა ბაკურაძის ოჯახი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.

იყენებს თუ არა ოჯახი თანამდებობას და პირად გავლენებს საგამოძიებო სამსახურებში თუ სასამართლო ინსტანციებში, ეს თემა საზოგადებისთვის განსასჯელად მიგვინდვია. არა ერთი ცემის, დაშინების, მუქარის თუ გაურკეველი ფსიქოტროპული წამლების მიღების შემდეგ ახალგაზრდა ქალბატონს მუცელი მოეშალა, ვინ ხუჭავს თვალს დანაშულზე, რომელიც შესაძლოა გოშხეთელიანების ოჯახისთვის სავალალოდ დასრულდეს თუკი მამამთილის გავლენები პროკურატურასა თუ სასამართლოში ისევ ხელს მოძალადე შვილს დააფარებს. ვინ გაუწევს საქმის გამოძიებას მსვლელობას, მეთვალყურეობას, რომ ოჯახის მოძალადე სიძე კანონის ფარგლებში ისე დაისაჯოს, რომ მისმა მფარველებმა ვერაფერი შეძლონ.

kutaisitoday.com-ი დაწესებულების დირექტორის გოჩა ბაკურაძის შვილის ცოლს დეა გოშხეთელიანს გაესაუბრა

6578

,,მინდა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს. 2009 წელს ეს ადამიანი იყო დაჭერილი პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ფეხმძიმობაშიც მცემდა როგორც პირველ ბავშვზე , ასევე მეორე ფეხმძიმობის დროსაც (სამწუხაროდ მეორე ბავშვზე მუცელი მომეშალა). იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, დასცინოდა და ლანძღავდა ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, ნათესავს… შევსწრებივარ შემთხვევას , როდესაც საკუთარ დედასაც შეხებია ხელით(ამას მხოლოდ ერთხელ შევესწარი,კერძოდ, ყურებით ,,ითრია”) და თქვენ დასვამთ კითხვას , რატომ არ ავდექი და უბრალოდ არ წამოვედი: ამაზეც გიპასუხებთ… რამდენჯერაც ვცადე ცემის ფაქტი დამეფიქსირებინა თუნდაც სამართალდამცავ ორგანოებში, თუნდაც ვინმე ახლობელთან, იმდენჯერ ტელეფონი წამართვა, სახლის კარი ჩამიკეტა(გაქცევის მცდელობა მქონდა, თუმცა უშედეგოდ) და მემუქრებოდა მსგავსი ტექსტით: ”მე გაგლახე? რა სისულელეა, აბა დამიმტკიცე, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულში, ჩემს გარეშე არარაობად გაქცევ, გაგამწარებ, დამშორდები და არ გაგახარებ, ბავშვს წაგართმევ, ციხეში გამოგამწყვდევ (რა მოტივით არ ვიცი) ” და ასე შემდეგ. სვამდა საძილე აბებს(რომლის ფოტომასალა მაქვს), სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც მისი თქმით იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს; შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა(გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავმა რაღაც წამალი, რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა ეს არსად აჩვენო ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა, რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები _ კერძოდ, სუსტად გამოიყურები, მოძლიერება გჭირდებაო და ამ თემაზე სერიოზული ჩხუბის შემდეგ პირობა დამადებინა, რომ მის მიერ მოტანილ ,,ვიტამინებს” დავლევდი_ როდესაც მომიტანა ეს ,,ვიტამინები”, მე ანოტაციის კითხვა დავიწყე, ამაზე სერიოზულად მეჩხუბა და უნდობლობაში დამადანაშაულა. შემდეგ მის თვალწინ დამალევინა ერთი, მეორე დღეს მეორე და მერე უკვე როცა ვახერხებდი და თითონ არ მიყურებდა, ამ წამალს ვაგდებდი ნაგავში და ჩუმად ვატყუებდი, ვითომ დავლიე. იყო შემთხვევა, როცა ჰაიმორიტიანი და ფეხმძიმე(მეორე ბავშვზე) სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ ლოგინში მწოლიარემ ტანსაცმელი ვერ გავუუთოვე. ხოლო მამამთილმა,როცა გაიგო რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავის ცოლს(ჩემს დედამთილს), ტელეფონში უყვიროდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა. საბოლოოდ, დაშორების დღეს , ჯერ გავარკვიე რომელ საათზე დაბრუნდებოდა სახლში, როცა დავრწმუნდი მისი საუბრიდან,რომ გვიან მოვიდოდა, ავედი სახლში, ჩუმად ჩავალაგე ბარგი, დავწერე წერილი,.სახლიდან უნდა გავსულიყავი ,როდესაც ნათქვამ დროსთან შედარებით ძალიან ადრე მოვიდა და მომისწრო, მცემა, მახრჩობდა, ტელეფონი წამართვა, კარები ჩამიკეტა, საბოლოოდ მისი ტელეფონიდან შევძელი ოთახში ჩაკეტილმა პატრულში დარეკვა. დარეკვისთანავე დაწყნარდა, დამშვიდდა , ვითომც არაფერი მომხდარიყოს, სახლიდან წასვლა მთხოვა მშვიდად და წყნარად. 26 ივლისს შემაკავებელი ორდერი გავაკეთე, ვერ დავუმტკიცე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი მქონდა, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს არნახული აფექტური სახით და ცდილობს ხელის დარტყმას, თუმცა ვიდეოს დანახვისთანავე ხელს დაბლა სწევს. დაშორების შემდეგ იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემს ყოველ ნაბიჯზე, გამუდმებული კრიტიკა, ლანძღვა-გინება თუნდაც საკუთარი დაბადების დღის მეგობრების წრეში აღნიშვნის გამო. საკუთარი შვილის თანდასწრებით ლანძღვა-გინება, ყვირილი. ბავშვის თანდასწრებით ლანძღვა-გინების ფაქტი იყო როგორც მისი მხრიდან, ასევე დედამისის მხრიდან, რომელიც ბავშვის თანდასწრებით მიყვიროდა ჩემი შვილია შენი კი არა , შენ სუროგატი დედა ხარო, მე წმინდანი ვარ ზუსტადაცო(ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ), ბოზი ხარო, რადგან სიგარეტს ეწევიო, ბოზთან ასოცირდებიო და ასე შემდეგ .

დაშორების შემდეგ ბავშვის თანდასწრებით ამ ლანძღვა-გინებას ბევრჯერ შესწრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც თან მყავდა წაყვანილი ბავშვის წამოსაყვანად როცა მივიდოდი. (მოგახსენებთ, რომ ბავშვი დაუკითხავად წაიყვანა ბაღიდან დაშორების შემდეგ და არ მატანდა მანამ, სანამ სასამართლოში არ შევიტანე სარჩელი და სარჩელის შეტანის შემდეგაც მემუქრებოდა, რომ თუ სარჩელს არ გამოვიტანდი, ბავშვს არც კი მაჩვენებდა). ბოლო დროს ამ ლანძღვა- გინებას აღარაფრის გამო აღარ ვუტარებდი და არც ვუთმობდი . კიდევ უამრავი მსგავსი შემთხვევის გახსენება შემიძლია უფრო ვრცლადაც. თუ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს გავითვალისწინებთ, სწორედ მიტომ ვერ დავშორდი 2017 წლის ზაფხულამდე, სწორედ მაგიტომ გონივრულად მეშინია მამამთილის გავლენების და სწორედ მაგიტომ მეშინია ჩემი ყოფილი მეუღლის მოვარდნის და ჩემი მოკვლის. მე მინდოდა ხალხისთვის მიმეწვდინა ხმა, რადგან ჩემი ეჭვი გამართლდა (გირაოს შესახებ) და სავარაუდოდ მამამისის დიდი გავლენის ფონზე ის გირაოთი გამოუშვეს. 3 წლის წინ ჩემს უნივერსიტეტში ლექტორი მოკლა თავისმა ყოფილმა ქმარმა, იმ ქალს ვეღარ გავაცოცხლებთ და მე არ მინდა სიკვდილი“ .

kutaisitoday.com -ი ხონის აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის გოჩა ბაკურაძის თემას კვლავ დაუბრუნდება.