kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, ჯუნგადაჰის (ინდოეთი) სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გირის ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ New Indian Express-ი იუწყება.

ბიოლოგებმა 400 ძროხის შარდის ნიმუში შეამოწმეს გაზური ქრომატოგრაფიისა და მასიური სპექტრომეტრიის მეთოდების გამოყენებით. ოქროს კონცენტრაცია ლიტრ შარდში 3-7 მილიგრამი აღმოჩნდა. თუმცა, ძვირფასი მეტალი სითხეში იონურ მდგომარეობაში იყო; მეცნიერთა აზრით, ჩვეულ მდგომარეობაში მისი გადაყვანა ელექტროლიზის მეთოდითაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ინდოელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში შეისწავლეს ბუფალოს, აქლემის, ცხვრისა და თხის შარდი, თუმცა არც ერთ მათგანში ძვირფასი მეტალი არ აღმოჩნდა.

გარდა ოქროსი, ძროხის შარდში სამედიცინო თვალსაზრისით გამოსადეგი კიდევ სხვა 388 ნივთიერება აღმოჩნდა.

„ამ დრომდე, ძროხის შარდში ოქროს შემცველობისა და მისი სამედიცინო თვისებების შესახებ მხოლოდ უძველესი ტექსტებიდან ვიცოდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სამეცნიერო კვლევის ჩატარება“, – აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ბალუ გოლაკია.

გირის ძროხა ზებუს ჯიშის წარმომადგენელია (ზებუ – ინდური ძროხის ერთ-ერთი სახეობა). მათი სამშობლო გუჯარატის შტატია. ცნობილია მეგობრული თვისებებით და მაღალი სარგებლიანობით.

წყარო: http://1tv.ge/