kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით ა/წ 27 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1114-ე აუდიტორიაში 11 საათიდან 15 საათამდე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია – საქმიანობის ახალი სფერო საქართველოში და სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები.

საჯარო ლექცია მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ეთიკური მოვალეობების, მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში სამედიაციო საქმიანობის პროფესიად ფორმირების პერსპექტივების გაცნობას. საჯარო ლექციაზე მოწვეულნი იქნებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, იურიდიული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები. საჯარო ლექციას გაუძღვებიან თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, აკრედიტებული მედიატორები: სამართლის დოქტორი გიორგი ცერცვაძე და სამართლის დოქტორი ნათია ჩიტაშვილი. მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.

 

როგორც სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ადვოკატი რობიზონ ხურცილავა განმარტავს, მედიაციის დანერგვა  განტვირთავს სასამართლოებს საქმეებისაგან