kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისში სამი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ , განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის , საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ ინიციატივით ახალი პროექტის „ჩემი სახლის მმართველი- ჩემი მომავლის მმართველი’’ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა იოან შთრეზე IWO E. V დირექტორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი. მინისტრის მოადგილე და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალისტებს ეწერებოდნენ, იობაშვილს ისინი წასულები ეგონა და შეხვედრა მერიის თანხმლებ პირებთან ერთად დატოვა. გაკვირვებულმა გერმანელმა სტუმარმა და ამავე დროს მინისტრის მოადგილემ ეს საქციელი გააპროტესტეს და აღნიშნეს კიდეც,რომ ადგილობრივმა მთავრობამ შეხვედრა ყველაზე ადრე დატოვაო.

შეგახსენებთ :პრეზენტაციის თემა იყო „პროფესიული განათლების პერსპექტივები საბინაო სექტორში იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის“. შეხვედრაში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილთა ჩასახლებებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასასრულს ვიდეო პრეზენტაციის საშუალებით „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის“. ადამიანური რესურსების განვითარების გუნდის ლიდერმა პასკალ ჰენდრიკსმა „ჰაუსმაისტერის” გერმანული საგანმანათლებლო კონცეფცია გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას.

8941992084_724736177892044_2102971465937715200_n