kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

25 მაისს, მიუნხენში, ევროპის სამხრეთ ობსერვატორიამ (ESO), ACe Consortium-თან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი ააშენებს ობსერვატორიასა და ევროპის უკიდურესად დიდი ტელესკოპის (E-ELT) სტრუქტურას. ეს ESO-სა და მიწის ზედაპირზე განვითარებული ასტრონომიის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კონტრაქტია. ტელესკოპისა და ობსერვატორიის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.

E-ELT აღჭურვილი იქნება 39 მ დიამეტრის სარკით და იგი უდიდესი ოპტიკური ტელესკოპი იქნება მთელ მსოფლიოში: დედამიწის ნამდვილი, დიდი თვალი ცისკენ. ტელესკოპი ჩრდილოეთ ჩილეში აშენდება; ადგილი უკვე მომზადებულია.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი ევროა.