kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ში შშმ პირი ბავშვის დაზიანებების გამო გამოქვეყნებული მასალის შემდეგ შსს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკი აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს.

შეგახსნებთ გასულ მასალას : დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ქუთაისში მდებარე შშმ პირთა ბავშვთა დღის ცენტრ ,,თაისში“ დაფიქსირდა

დაწესებულებაში მყოფი 7 წლის ბავშვს დაზიანებები ცხვირის, ლოყის, თვალის არეში აღენიშნებოდა. დაზიანებების შესახებ მას შემდეგ გახდა ოჯახისთვის ცნობილი, რაც ბავშვი სახლში მიიყვანეს.. ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით მათი ბავშვი არასათანადო პირობებში იმყოფება, ცხვირის, სახის, თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება.. საიდან მიადგა ბავშვს აღნიშნული დაზიანებები ოჯახისთვის უცნობია.. პატარა ბიჭი ვერ საუბრობს, ხოლო პერსონალის განცხადებით ბავშვი დაეცა. თუ როგორ მიიღო ლოყისა და თვალის მიდამოებში სილურჯეები , ეს სამართალდამცავი ორგანოების დასადგენია.

ოჯახის ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა განცხადებით შსს უკვე მიმართა. მიმართვის შედეგად შსს გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. (სსკ-ს 126-ე პირველი პრიმა მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით).,

ადვოკატის განცხადებით მას ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც ესაუბრა, რომელიც აღნიშნულ თემას კურირებს და მზად არის სახალხო დამცველი გამოქვეყნებულ მასალაზე კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს. ადვოკატი განცხადებით მათ ხვალ მიმართავს.

FacebookTwitterOdnoklassnikiVKGoogle+Google BookmarksPrintFriendlyShare