kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ენერგო-პროექტებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია 6 ივლისს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც „მწვანე ალტერნატივისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის“ ინიციატივით შედგა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი მდ. რიონზე დაგეგმილ 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვან ჰესისა და ზემო სვანეთში მიმდინარე ნენსკრა ჰესის პროექტზე შექმნილ მდგომარეობაზე და პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გასატარებელ აქტივობებზე გაკეთდდა.

„ მწვანე ალტერნატივას“ მიერ წარმოდგენილი იქა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად არის დასაბუთებული წარმოდგენილი პროექტების საჭიროება, მათი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, არის თუ არა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და რას უნდა ველოდოთ ნამახვანი ჰესის პროექტის გააქტიურების შემთხვევაში ნენსკრა ჰესის მაგალითზე.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის წარმომადგენელმა კი შეხვედრის მონაწილეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის კუთხით ევროკავშირში არსებული გამოცდილება გაუზიარა და წარმოადგინა ინფორმაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი ა.შ.) არსებული მექანიზმების თაობაზე, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა ამ ბანკების პროექტში ჩართვის შემთხვევაში, მათ შორის, საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით.

შეხვედრას ენერგეტიკის, გარემოსდაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ .

ნენსკრა ჰესი და ნამახვანი ჰესი – პროექტები დიდი რისკების თანხლებით

მსგავსი სიახლეები