kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
,

ჭიათურის საკრებულომ 2014 წლის 29 დეკემბერს მიღებული N47 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://chiatura.org.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

ჭიათურის საკრებულოს N47 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში; ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვარვენ ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებსა დ კონკურსის შედეგებს; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ; საკრებულოს სხდომების ოქმები, პეტიციები და სხვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 29 დეკემბერს მიღებული N47 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სასურველია, 2014 წლის 29 დეკემბერს მიღებულ N47 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან სრულ შესაბამისობაში მოვა.

დამატებით, ორგანიზაცია მოუწოდებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.