kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,ოჯახის“ დღევანდელი სტუმარია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის მეუღლე ქალბატონი ეკა ბარბაქაძე, რომელიც 15 წელია სამედიცინო სფეროში ეწევა პროფესიულ საქმიანობას, კეროძოდ, ის არის პედიატრი და ოჯახის ექიმი. ახლა კი ის თავად ისაუბრებს ოჯახზე და მის მეუღლეზე.

35200398_1931454970222309_3599834535723794432_n

1. როდის დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი თქვენს ბიოგრაფიაში ?

დავიბადე 1978 წლის, 4 ნოემბერს. ბავშვობა მქონდა ძალიან ბედნიერი და ლაღი. მიყვარდა სწავლა სკოლაში,ბიბლიოთეკებში სიარული, მეგობრებთან გართობა და ღონისძიებებში ჩართვა. რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერს, ეს არის დედობა. მე 4 შვილის დედა და ჯარისკაცის ცოლი ვარ.

2. რა პროფესია გიზიდავდათ ბავშვობაში და რომ გქონდეთ წლების უკან დაბრუნების შანსი რას შეცვლიდით ?

ბავშვობაში ბევრი სხვადასხვა პროფესია მიზიდავდა. ყველა სფეროში ვხედავდი ჩემს თავს, თუმცა საბოლოო არჩევანმა გაამართლა, მე ვეხმარები ჩემს პაციენტებსაც და ახლობლებსაც. უკან დაბრუნების შანსი რომ მქონდეს, შეიძლება სხვა პროფესიაც ამერჩია და იქაც კომფორტულად მეგრძნო თავი.

3. პირველი სიყვარული რა ასაკიდან გესტუმრათ, როდის შექმენით ოჯახი და რამ მოგხიბლათ თქვენს მეუღლეში?

22221491_1656898191011323_4226365794278503977_n994715_1070039636363851_3207992700536820310_n

ოჯახი შევქმენით ზუსტად 20 წლის წინ. ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი. ბევრი სახალისო ისტორია გვაქვს ამ პერიოდიდან. ისე იქცეოდა შეუძლებელია ის არ შემყვარებოდა და არ მესურვა მთელი ცხოვრება მის გვერდით ყოფნა.

4. როგორი მეუღლეა თქვენთვის და თუ იცლის საოჯახო საქმეებისთვის?

შავლეგო არის შესანიშნავი მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ რთული სამსახურეობრივი რეჟიმი ჰქონდა და აქვს, ყოველთვის ახერხებდა ოჯახისთვის დრო გამოენახა და შვილების აღზრდაში დამხმარებოდა. თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს, თუმცა როდესაც ამის საშუალებაა ყოველთვის ცდილობს ეს დრო ბავშვებსა და ოჯახს დაუთმოს. საოჯახო საქმეებსაც ღირსეულად ართმევს თავს, რისთვისაც ყოველთვის ვეუბნები მადლობას.

5. რამდენი წევრისაგან შედგება თქვენი ოჯახი?

41263752_283209492277778_1940908451345465344_n

12512597_1071657209535427_7891916467516419675_n

ჩემი ოჯახი შედგება 6 წევრისგან. მე და ჩემს მეუღლეს 4 შვილი გვყავს. მრავალშვილიანი ოჯახი ვართ და ჩვენს დიდ ოჯახში უმთავრესია სიყვარული და ურთიერთობა.

6. რა არ მოსწონს, რა უხარია, არის თუ არა მკაცრი ოჯახის თავკაცი?

38085225_1283508761780837_5695068313135087616_n

ბედნიერია როცა ოჯახის ყველა წევრი თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს. სიტუაციიდან გამომდინარე არის მკაცრიც და მეგობრულიც.

7. შვილების მიმართ რაიმე პრეტენზია თუ აქვს?

38749801_2157100981241155_2646743277985857536_n

როგორ გვექნება მათ მიმართ პრეტენზია, როცა ისინი ჩვენზე უკეთესები არიან?! მაქსიმუმს აკეთებენ, რომ იყვნენ კარგი შვილები, დედმამიშვილები და მეგობრები. სხვადასხვა საკითხებზე ხშირად ვსაუბრობთ და ვაძლევთ რჩევებს ერთმანეთს, როგორც მეგობრები. ჩვენ მათ თავისუფალ და ბედნიერ ადამიანებად ვზრდით.

8. რას ნიშნავს ბედნიერება? თქვენებური შეფასება

ბედნიერება ყველა ადამიანს თავისებურად ესმის და ყველას აქვს თავისი საკუთარი ბედნიერება. ჩემთვის ბედნიერებაა როდესაც არის ქვეყანაში მშვიდობა, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები არიან ჯანმრთელად და უხარიათ ცხოვრება. ზოგადად, თითოეული ჩვენგანის ბედნიერება დეტალებშია.


9. რა არის ოჯახის შენარჩუნების თქვენებური ფორმულა?

ოჯახში როდესაც არის ჯანსაღი ურთიერთობები,ტრადიციული ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა ის გაუძლებს წლებსაც და ბევრ განსაცდელსაც.

10. რამდენწლიანი ოჯახი გაქვთ და რას ურჩევდით დაოჯახებელ წყვილებს?

21270946_1626551200712689_4376705323584908485_n

ჩვენ ოჯახი 20 წლის წინ შევქმენით. დაოჯახებულ წყვილებს ვურჩევ იცხოვრონ სიყვარულით,შეინარჩუნონ ის რაც აქვთ, უფრო მეტი დრო დაუთმონ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ჰქონდეთ მოთმინებისა და პატიების უნარი.

11.რთულია იყო ჯარისკაცის მეუღლე?

13466427_1176999369001210_9103052809114013802_n

12243110_1045872055447276_8224906866258638923_n

შავლეგომ 24 წელზე მეტი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიყავი და ვარ ამაყი, რომ ჩემი მეუღლე ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და სამშობლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში არაერთხელ იყო მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და როგორც საერთაშორისო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში ასევე, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. გამომდინარე აქედან მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა შავლეგოს მეორე ნახევარი, რომ ვარ.

12.მკაცრი მეუღლე არის?

28168234_1809026302465177_6559708652651538304_n

ჩვენი ურთიერთობა სიყვარულზე, ზრუნვასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. გამომდინარე აქედან ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და ვუფრთხილდებით. როდესაც ოჯახში არის ასეთი ურთიერთობები იქ სიმკაცრის აუცილებლობა არ დგას.