kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ამ წუთებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი ცენაზე საქართველოს დამსახურებული არტისტის მარიკა სამანიშვილის შემოქმედებითი საღამო მიმდინარეობს და აგრეთვე მსახიობის სახელობის ვარსკვლავი მესხიშვილის თეატრის წინ, საზეიმო ვითარებაში რამდენიმე საათში გაიხსნება.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი მარიკა სამანიშვილი 1979 წლიდან მესხიშვილის თეატრის მსახიობია.

მას შესრულებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი როლები, როგორიცაა:

მარტირიო – გარსია ლორკა “ბერნარდა ალბას სახლი” (რეჟ. გ. ქავთარაძე).

თამარ შარვაშიძე – კ. გამსახურდია “ზარები გრიგალში” (რეჟ. ი. კაკულია).

კესო – ი. ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი” (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი).

მერი – ლ. თაბუკაშვილი “ათვინიერებან მიმინოს” (რეჟ. ლ. სვანაძე).

ცირა – ნ. დუმბაძე “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (რეჟ. გ. ქავთარაძე).

ცეზონია – ა. კამიუ “კალიგულა” (რეჟ. ლ. სვანაძე).

კნეინა ჩიტუნია – შ. დადიანი “გიშინდელნი” (რეჟ. კ. გოგოლაშვილი).

ები – იუჯინ ო’ ნილი “სიყვარული თელებქვეშ” (რეჟ. ა. სახამბერიძე).

ელენე – ნ. სადღობელაშვილი “ბამბაზიის სამოთზე” (რეჟ. გ. სიხარულიძე).

ლაკი – ს. ბეკეტი “გოდოს მოლოდინში” (რეჟ. პ. მილორავა).

მართა – დ. კლდიაშვილი “დარისპანის გასაჭირი” (რეჟ. გ. სიხარულიძე).

kutaisitoday.com-ი რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატს, მარიკა სამანიშვილის ულოცავს 60 წლის იუბილეს და ამავე დროს მისი მსახიობის სახელობის ვარსკვლავის გახნას