kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

პარტია ,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის საარჩევნო სია შესაძლოა უწყებების დაინტერესების მიზეზი გახდეს. რა კავშირშია მათთან ორი ძალოვანი სამსახურის ყოფილი უფროსები ზაზა მეფარიშვილი, ზაზა ჩუბინიძე და კონსტანტინე ლომიძე, რომლებმაც ოცნებას პარტიული სია შეუდგინეს. kutaisitoday.com- ექსკლუზივი.

კერძოდ, სუს-ის რეგიონალური სამმართველოს ყოფილი უფროსი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც შემდეგში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა, პოლიტიკაში ფარულად ჩაერთო. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით მის წინააღმდეგ შსს გენერალურ ინსპექციაში დაწყებული იყო გამოძიება. ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მთავრობის მეთაურის მიერ დათხოვნილი ზაზა მეფარიშვილი რამდენიმე დღეში ოპოზიციის რიგებში გადავიდა. ის პარტიის “სახელმწიფო სახლისათვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჩუბინიძე, რომელიც kutaisitoday.com- ში გამოქვეყნებული სკანდალური მასალისა და მუქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებული თანამდებობიდან ეგრეთ წოდებული ,,მგლის სტატუსით” დაითხოვა, მეფარიშვილის მარჯვენა ხელმა კონსტანტინე ლომიძემ მათთვის დასაყრდენი ეს კადრები პარტიულ სიებში შეიყვანა.

კონსტანტინე ლომიძის შვილის ნათლია გახლავთ ქუთაისის ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელთანაც პოლიტიკური მიზნების განხორციელება ყოფილ ოპოზიციურ ძალოვნებს არ გაჭირვებიათ.

ლომიძემ მეფარიშვილი- ჩუბინიძის რეკომენდაციით შემდეგი პიროვნებები წარადგინა:. ,,კახიანოურის’’ ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში ელეონორა არჩაია , პარტიის პირველი ნომერი ნიკოლოზ ლატარია, რომელიც დათა ახალაიას სიმამრის, დათო ბენიძის ბიზნეს- პარტნიორი გახლავთ.

მათი რეკომენდაციით საფიჩხიის მაჟორიტარობის კანდიდატად მარეხი ნიჟარაძე წარადგინეს.სპორტული ჟურნალისტი რამაზ ჩხიკვაძე ზაზა ჩუბინიძის სიძე გახლავთ.

გამარჯვების შემთხვევაში უწყებებიდან ჩამოცილებული პირების ნათესავები და მათთან დაახლოებული პირები ვის დავალებებს შეასრულებენ მომავალ საკრებულოში ჯერჯერობით უცნობია. უწყებებს მხოლოდ ერთი თავსატეხი გაუჩნდებათ- შეაგროვონ კომპრომატები მათზე.