kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

მაგალითად, თუ მომხმარებელს ზოგ შემთხვევაში პროდუქციის შეძენისას ხურდას არასრული 5 თეთრის ოდენობით უბრუნებენ, მომავალი წლიდან ეს მოთხოვნა იცვლება.

კერძოდ, თუ პროდუქტი ღირს 1,99 ლარი, მომხმარებელმა 2 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ რამდენიმე პროდუქტს ერთად შეიძენს, მათი ფასი დაჯამდება და დამრგვალებული ფასის გადახდა მოუწევს.

ცვლილება ეროვნული ბანკის ინიციატივით მომზადდა და ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო.

დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება ყველა პროდუქტს დამრგვალებული ფასი დაედოს, თუმცა სავარაუდოდ, ამ რეკომენდაციას ინიციატორები არ გაითვალისწინებენ.

მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტებს პროდუქტებზე ფასის დადება ჩვეულებრივად შეეძლებათ, მომხმარებელი კი დამრგვალებულს ფასს მხოლოდ სალაროსთან გადაიხდის.

imedinews.ge