kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იურისტთა ასოციაციამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დარინა აბულაძეს ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო უჩივლა.

,,გუშინ, 16:30 საათზე პროცესი მქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც წარმომადგენლის სტატუსით უნდა გამოვცხადებულიყავი, თუმცა ამავე დროს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ვახორციელებდი წარმომადგენლობას და სასამართლო პროცესში ციცინო ბაბუნაშვილი ჩაერთო,- აცხადებს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე.

მოსამართლე დარინა აბულაძე შეეცადა ციცინო ბაბუნაშვილი განზრახ შეცდომაში შეეყვანა.ის მას ეუბნებოდა, რომ საქმეში თავიდანვე ციცინო ბაბუნაშვილიც იყო ჩართული, რაც ადვოკატის განზრახ შეცდომაში შეყვანაა. ადვოკატმა იშუამდგომლა პროცესის გადადებაზე, ხოლო მოსამართლემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ადვოკატზე და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება”, – აცხადებს იუტისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე.

-მოსამართლე დარინა აბულაძე შეეცადა ჩემთვის არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ის ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ საქმეში თავიდანვე მეც ვიყავი ჩართული, რაც არასწორი და სიცრუეა. მისი აგრესიული ტონისა და ზეწოლის გამო, გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება” – აცხადებს ციცინო ბაბუნაშვილი.

იურისტთა ასოციაციამ დღეს მოსამართლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ისინი მოითხოვენ მოსამართლის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას.