kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ პურისა და პურპროდუქტების საწარმოებში ჩატარდა 136 ინსპექტირება და დოკუმენტურად შემოწმდა 95 ბიზნესოპერატორი. შემოწმებისას ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 10 ბიზნესოპერატორი.

აგრეთვე, დასახელება „დიაბეტური“ ან „დიეტური“-ს დარღვევით გამოყენების გამო 6 ბიზნესოპერატორს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები დაეკისრა. სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში, რადიაციული ფონის,მძიმე მეტალების პესტიციდების და სხვა ტოქსიკური ელემენტების მაჩვენებლებზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პურის 10 ნიმუში. შედეგების მიხედვით დარღვევა არ გამოვლენილა. „პურის და პურპროდუქტების, როგორც ფართოდ მოხმარებადი სურსათის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს. შემოწმება ხორციელდება როგორც წარმოების ისე რეალიზაციის ეტაპზე, ხდება საწარმოების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა უვნებლობის მაჩვენებლებზე . არსებული მონაცემებით, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული პური და პურპროდუქტები უვნებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ძირითადად აღინიშნება ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ხორციელდება.“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების ბიზნესოპერატორების კონტროლს განაგრძობს და მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 15-01