kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

სტამბულში ქართველმა ქურდებმა იკამათეს, რა დროსაც „ალფასონას“ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს. ჩვენს სააგენტოს კარგად ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა, რომელმაც ე.წ „კანონიერი ქურდების“ ინციდენტის შესახებ მოუყვა.

88

28 მაისს ქალაქ სტამბულში ერთ ერთ სასტუმროს რესტორანში, ერთმანეთს „შემთხვევით“ შეხვდნენ ე.წ. „კანონიერი ქურდები“ თეიმურაზ ჭურაძე და გოჩა ალფაიძე (იგივე „ალფასონა“). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ზემოდ არნიშნული პიროვნებები განეკუთვნებიან ორ სხვადასხვა ერთმანეთისგან დაპირისპირებულ კლანს, მაშინ ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა,რომ მათი თუნდაც „დაუგეგმავი“ შეხვედრა არ ჩაივლიდა სიამტკბილობით. მართლაც და მისალმების დამთავრებისთანავე ჭურაძემ დასვა კითხვა „ალფასონას“ მისამართით თუ რა მოხდა იმ ე.წ „შეხვედრაზე“, სადაც ტარიელ ონიანს და მერაბ ჯანგველაძეს გამოუტანეს დაუსწრებლად გადაწყვეტილება, ანუ „ Заочное решение“, რომ ისინი არ არიან ქურდები და ვინც შეხვდებოდათ უნდა „ემოქმედათ“- ანუ დაესაჯათ. დასმულ შეკითხვას ალფაიძემ არადამაჯერებლად უპასუხა, რაზედაც ჭურაძემ მიუგო ,რომ მისი პასუხი არადამაკმაყოფილებელია. რადგან მისი არგუმენტები არ არის მისაღები. ის მისი პასუხით უარყოფდა მომხდარს. უნდა შეგახსენოთ რომ ტარიელ ონიანი იმჟამად და ახლაც იმყოფება პატიმრობაში.

444

მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა (ალფასონას ახლდნენ გია ნიჟარაძე, ხავთასი, თუთაშვილი, ხოლო ჭურაძეს მისი მეგობარი და კოლეგა ლაშა დოღონაძე), სიტყვიერი დავა მაინც თემურ ჭურაძის და ლაშა დოღონაძის სასარგებლოდ წარიმართა.

ამ კამათს შეესწრო აზერბაიჯანელი კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „გული“, რომელიც აღნისნულ ადგილზე გოჩა ალფაიძის თხოვნით მივიდა. მაგრამ აზერბაიჯანელმა ქურდმა კონფლიქტში ჩარევას თავი აარიდა და ნეიტრალური პოზიცია აირჩია.

სიტყვიერი უთანხმოების მთავარი მიზეზი ე.წ. დაწერილი „პრაგონი“ იყო, რომელსაც ხელს აწერდა გოჩა ალფაიძე. ის კი ამაზე უარს აცხადებდა და განმარტების სახით პოლიცია მოიშველია. ამაზე ჭურაძემ განუმარტა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მოცემულ შემთხვევაში, რომ ყველაფერი უნდა ემოქმედა ტარიელ ონიანის და მერაბ ჯანგველაძის გადასარჩენად, თუკი ის დამნაშავე არ იყო. არგუმენტ გამოლეული „ალფასონი“ (გოჩა ალფაიძე) გადავიდა ონიანის და ჯანგველაძის შეურაცხყოფაზე, თითქოს ამ ყველაფერს მას ისინი აბრალებდნენ. ამ ყველაფერს მოჰყვა ჭურაძის დაუყონებლივი რეაქცია, რომელმაც ალფასონას გამოუცხადა, რომ ის არ არის ქურდი- (ანუ ჩამოართვა ტიტული).

ამის საპასუხოდ კი ალფაიძემ ხელი მოუქნია ჭურაძეს, რაზედაც ამ უკანასკნელის რეაქციაც იყო საპასუხო. თვითმხილველის თქმით ინციდენტი ამით ამოიწურა, რადგან გოჩა ალფაიძე ჩქარი ნაბიჯით გაუჩინარდა რესტორნიდან.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს კონფლიქტი 9 წელია მიდის, გაგრძელებას უნდა ველოდოთ.