kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს და ითხოვს ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული ბრალდების და მუქარის შემცველი განცხადების შესწავლას.

საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი ბუბა ჩივაძე აცხადებს, რომ მისთვის ჟურნალისტური საქმინობის ხელის შეშლის მიზნით ანონიმური წყაროები სოციალურ მედიაში მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც მისი აზრით ზიანს აყენებს პირადად მას და მის მედიასაშუალებას.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი, რათა არ დაირღვეს ჟურნალისტის უფლებები.