kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერიას, და კიდევ სახელმწიფო ბიუჯეტს, უკვე მესამე ვიცე მერი დაემატა სარჩენად. წინამორბედებივით ყველანი რომ საკუთარი ქონების გასაზრდელად მიილტვიან, ამას ყველა უყურებს, მაგრამ მათი აქაური პატრონებიც რომ მათსავით ქონების მატების ლტოლვით რომ არიან დაკავებულები, ვინ რა უნდა უთხრათ.

ვიცე მერის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლის ნინო ჩალაძის სახელზე რეგისტრირებულია ბინა ქუთაისში, გრიშაშვილის 37/22, 68,46 კვ.მ, რომელიც მას 2005 წელს ნასყიდობით 35000 დოლარად შეუძენია. ვიცე მერად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დალაქიშვილმა მუნიციპალიტეტს დაავალა მეზობლებისაგან მიეღო ნებართვა დროებით სარგებლობაში მყოფი დამხმარე ფართი, ანუ ავტომანქანის დასაყენებელი ადგილი ქუთაისის მერის შესაბამისი კომისიის დასკვნის საშუალებით საკუთრებაში გაეფორმებინა. ამისათვის ბინის ამხანაგობის კრების ოქმი ესაჭიროებოდა, რომ ამხანაგობა ნებას აძლევდა დაეკანონებინა ფართი საკუთრებაში.

კონფიდენციალური წყარო მუნიციპალიტეტიდან გვიყვება, რომ მეზობლებსა და ვიცე მერს შორის ურთიერთობა აღნიშნული დამხმარე ავტომანქანის დასაყენებელი ადგილის გამო მაშინ დაიძაბა, როდესაც ვიცე მერმა კატეგორიულად მოითხოვა მისცემოდა ნებართვა. ბინის უკანა მხარეს, სადაც რკინის კონსტრუქციაა განთავსებული, ძალიან მცირე ადგილია იმისთვის,რომ მობინადრეებს ჰქონდეთ ეზოთი სარგებლობის შესაძლებლობა, ვიცე მერის სტატუსით მოსული დალაქიშვილი მეზობლებს მასაც ართმევს.

მეზობლების განცხადებით, თუკი მერია ამ რკინის ნაგებობას მის საკუთრებაში დაამტკიცებს, ისინი აქციებით იმუქრებიან.

20623716_1777580255604820_1019734058_o